Wednesday, June 22, 2016

გაკვეთილის თემა

სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი-5
საგნობრივი ჯგუფი
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ისტორია
მოსწავლეთა რაოდენობა
27
გაკვეთილის მნიშვნელობა/

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

წინასწარი ცოდნა

შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი

გაკვეთილის მსვლელიბა

დიფერენცირებული სწავლება
2სსსმ მოსწავლე





ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა



განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ისტ უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2009-2015 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირექტორებისთვის. 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გარკვეული რაოდენობაა მომზადებული, რომლებიც ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარ-ჩვევებს ფლობს.

მიზნები და ამოცანები


მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსისგააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის,ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.
ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლოპროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

სამიზნე ჯგუფი
წყარო
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები ტარდება საქართველოს საჯარო სკოლისმასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირეტორებისთვის.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge.წყარო

Sunday, June 19, 2016

კეთილი   და  წარმატებული  იყოს  ჩემი აქ მობრძანება.